geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში უფროსი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 13 ოქტომბრის N306/02-01 ბრძანების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მორის შალიკაშვილის 2026 წლის 6 ოქტომბრის N22478/31-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.

2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება-იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი (სამართლის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით) ან იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (მინიმუმ მე-5 სემესტრის სტუდენტი); 
ბ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) თსუ “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

6. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) დეკანის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ფაკულტეტის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
გ) ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
დ) სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან დეკანის ურთიერთობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
ე) დეკანის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიების მომზადების ხელშეწყობა;
ვ) დეკანის სხვადასხვა წერილობითი მოხსენების ტექსტის მომზადების ხელშეწყობა;
ზ) ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია;
კ) ტუტორიუმის პროგრამის შემუშავება, ხელმძღვანელობა, ტუტორთა ჯგუფის მომზადება;
თ) სხვა შესაბამისი ამოცანის შესრულება.

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; 
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 19 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტის
1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 30 პქტომბრისა
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, იურიდიული ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 312/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრული საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 13 ოქტომბრის N306/02-01 ბრძანების და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2026 წლის 8 ოქტომბრის N22728/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრული საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის შესარჩევად;
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
ბ) მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
დ ) ერთ-ერთი უცხო ენა(წერა, კითხვა,მეტყველება).
4. აპლიკანტს მოეთხოვება იცნობდეს:
1) ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონს;
2) უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს;
3) საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებებს ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ;
4) პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედი რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
- დასაბუთების უნარი; ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
1) „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროექტების შემუშავება და განხორციელება;
2) მოსწავლეებში უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდა, ექსკურსიები უნივერსიტეტში, მოსწავლეებში სწავლისადმი, მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდა, პროფორიენტაციაში დახმარება;
3) განათლების სისტემის სხვა რგოლებთან თანამშრომლობა - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურს-ცენტერები, სკოლები, მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ცენტრები, უცხოეთის უნივერსიტეტების ანალოგიური სამსახურები და ა.შ.
4) „თსუ-დესპანის“ პროექტის კოორდინირება;
5)„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროექტების მეშვეობით მოსწავლეების ჩართვა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხო აქტივობებში;
6)სკოლის მოსწავლეებისათვის კარიერის დაგეგმვის და განვითარების კურსების შემუშავება და განხორციელება
7) სკოლის მოსწავლეებისათვის პროფორიენტაციის კურსების შემუშავება და განხორციელება 
8) ცენტრის ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1);
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსი“.
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 6 ნოემბრისა.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი).
15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 311/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 13 ოქტომბრის N306/02-01 ბრძანების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მორის შალიკაშვილის 2026 წლის 6 ოქტომბრის N 22479/31-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.

2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).

3. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
ბ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

6. იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მთავარი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) პირველსემესტრელთა და მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება;
ბ) სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება შესაბამისი განაწილებიდან გამომდინარე;
გ) სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ასევე, სტუდენტთა დამატებით სემესტრში რეგისტრაციის თაობაზე წარდგინების მომზადება;
დ) კურსდამთავრებულთა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე წარდგინების პროექტის მომზადება;
ე) ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ფაკულტეტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ცნობების მომზადება;
ვ) დიპლომების დანართების მომზადება შესაბამისი განაწილებიდან გამომდინარე; სახელმწიფო სტიპენდიების თაობაზე კომისიაში მუშაობა;
ზ) შემოსულ კორესპონდენციებზე მუშაობა თსუ-ს ელექტრონულ ბაზასა და საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში (eDocument) კომპეტენციის ფარგლებში;
თ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, დეკანის, დეკანის მოადგილეებისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.


7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 19 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 30 ოქტომბრისა
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, იურიდიული ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 310/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 13 ოქტომბრის N306/02-01 ბრძანების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მორის შალიკაშვილის 2026 წლის 6 ოქტომბრის N22481/31-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.

2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი (სამართლის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით) ან იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (მინიმუმ მე-5 სემესტრის სტუდენტი);
ბ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).
4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) თსუ “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

6. იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შემუშავება-დაგეგმვისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო კურსების სილაბუსებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ტექნიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;
გ) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების სილაბუსების ანოტაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
დ) ფაკულტეტზე სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა საზღვარგარეთ ან სხვა უმაღლეს სასწავლებელში მიღებული კრედიტების აღიარებაზე, საგნის თავსებადობასა (ფაკულტეტზე არსებული საგნების სილაბუსების შედარება სხვა უმაღლესი სასწავლებლის საგნებთან) და მიმდინარე სასწავლო პროცესში ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ე) სასწავლო კურსების და აკადემიური პერსონალის შესახებ სტუდენტთა გამოკითხვაში, მათ შორის, ფოკუს ჯგუფებში ჩართულობა; გამოკითხვის შედეგების შესახებ პროგრამის ხელმძღვანელებისთვის, ხოლო საჭიროების 
შემთხვევაში, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ინფორმაციის მიწოდება;
ვ) სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებზე საპასუხო წერილებისა და ოქმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) მობილობის პროცესში გადმოსული სტუდენტების მიერ თსუ-სა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მოპოვებული კრედიტების აღიარების პროცედურაში მონაწილეობა.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 10 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსი სპეციალისტის 1 (ერთი ერთეული) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 30 ოქტომბრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, იურიდიული ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 309/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ვ,“ ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 13 ოქტომბრის N306/02-01 ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2026 წლის 13 ოქტომბრის N23160/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლების თანამდებობაზე.
2. კონკურსი ჩატარდეს მასწავლებლების შესარჩევად 3 საშტატო ერთეულზე,
მათ შორის:
ინგლისური ენა - ორი საშტატო ერთეული ფრანგული ენა - ერთი საშტატო ერთეული

3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: 
ა) აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, „ფილოლოგი–ანგლისტი/რომანისტი, ან შესაბამისი „უცხო ენის მასწავლებლი“);
ბ) აქვს უმაღლეს სასწავლებელში სულ მცირე სამწლიანი (დოკუმენტურად დადასტურებული) სამუშაო გამოცდილება;
გ)ფლობს რომელიმე დარგობრივ ენას (ევროპული ენებისათვის);
დ)აქვს გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
ე) ფლობს საოფისე პროგრამებს;

4. ევროპული ენების მასწავლებელთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (დონე C1 ან C2, შეფასება არანაკლებ B) მფლობელ კანდიდატს.

5. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ევროპული ენების მასწავლებლებისათვის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი (დონე - C1 ან C2, შეფასება არანაკლებ B) საერთაშორისო სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის) განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
თ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ი) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);
კ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები - ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“.

6. კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
7. კონკურსის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა კონკურსის ჩატარების მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2026 წლის 22 ოქტომბრისა. 
9. საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 19 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრამდე 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ენების შემსწავლელი ცენტრი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 307/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 13 ოქტომბრის N306/02-01 ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2026 წლის 13 ოქტომბრის N23160/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ თანამდებობებზე დასაქმებული ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაცია ორ საშტატო ერთეულზე:
ინგლისური ენა - ორი საშტატო ერთეული;
2. ატესტაციას ექვემდებარება ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ის ნაწილი, ვისაც წარმატებით აქვს გავლილი სულ მცირე 2 კონკურსი;
3. ატესტაცია ჩატარდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის მოთხოვნების საფუძველზე _ „დოკუმენტაციის განხილვა/შეფასება, რომელიც ადასტურებს ბოლო ოთხი წლის მანძილზე მასწავლებლის/მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და ჩატარებულ სამეცნიერო-მეთოდურ საქმიანობას."
4. ატესტაციაში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა: 
ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ევროპული ენების მასწავლებლებისათვის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი (დონე - C1ან C2, შეფასება არანაკლებ B) საერთაშორისო სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის) განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
თ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ი) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);
კ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ლ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
მ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
5. ატესტაციის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
6. ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის ჩატარების მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2026 წლის 22 ოქტომბრისა.
8. საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 19 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრამდე 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ენების შემსწავლელი ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 308/02-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 28 ივლისის N197/01-01 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე

2026 წლის 12 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილებები უნივერსიტეტის შესაბამის რეგულაციებში, რომელიც გულისხმობს ინსტიტუტის/კათედრის/მიმართულების/დეპარტამენტის ერთეულის უნიფიცირებასა და საერთო სისტემაში მოყვანას. ამასთანავე მნიშვნელოვანია გარკვეული დამატებითი კრიტერიუმების განსაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ ,,განათლებისა და მეცნიერების შესახებ’’ კანონში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია წამყვანი პროფესორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის    ჩატარება გადაიწიოს ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებამდე.

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია მეტრეველის 2026 წლის 12 ოქტომბრის N23069/10 წერილის (თან ერთვის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი N12) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეჩერებულ იქნას „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 28 ივლისის N197/01-01 ბრძანების მოქმედება.

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე. 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 273/01-01  

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 27 ივლისის N188/01-01 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე

2026 წლის 12 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილებები უნივერსიტეტის შესაბამის რეგულაციებში, რომელიც გულისხმობს ინსტიტუტის/კათედრის/მიმართულების/დეპარტამენტის ერთეულის უნიფიცირებასა და საერთო სისტემაში მოყვანას. ამასთანავე მნიშვნელოვანია გარკვეული დამატებითი კრიტერიუმების განსაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ ,,განათლებისა და მეცნიერების შესახებ’’ კანონში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია წამყვანი პროფესორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ჩატარება გადაიწიოს ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებამდე.

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია მეტრეველის 2026 წლის 12 ოქტომბრის N23069/10 წერილის (თან ერთვის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი N12) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეჩერებულ იქნას „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 27 ივლისის N188/01-01 ბრძანების მოქმედება;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე; 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი);

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 274/01-01  

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 28 ივლისის N195/01-01 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე

2026 წლის 12 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილებები უნივერსიტეტის შესაბამის რეგულაციებში, რომელიც გულისხმობს ინსტიტუტის/კათედრის/მიმართულების/დეპარტამენტის ერთეულის უნიფიცირებასა და საერთო სისტემაში მოყვანას. ამასთანავე მნიშვნელოვანია გარკვეული დამატებითი კრიტერიუმების განსაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ ,,განათლებისა და მეცნიერების შესახებ’’ კანონში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია წამყვანი პროფესორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის    ჩატარება გადაიწიოს ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებამდე.

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია მეტრეველის 2026 წლის 12 ოქტომბრის N23069/10 წერილის (თან ერთვის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი N12) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეჩერებულ იქნას „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 28 ივლისის N195/01-01 ბრძანების მოქმედება;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე; 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 275/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  პერსონალის  სამსახურში  მიღებისა  და  კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 12 ოქტომბრის N16/04 ერთობლივი ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მზია წერეთელის 2026 წლის 9 ოქტომბრის N18094/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად; 
2.  უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 15 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 16 ნოემბრიდან 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 22 დეკემბრისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო - სამეცნიერო დეპარტამენტი

განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
(განათლების მეცნიერების პროფილით)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - „ბ“ კატეგორია.

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)   ცნობა   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)    სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)   სამეცნიერო-პედაგოგიური   მუშაობის   გამოცდილების   დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 ნოემბრიდან 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი,  ი. ჭავჭავაძის  გამზ. N11(მე-3 კორპუსი) ოთახი N 108;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 271/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის მიღებაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54- ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის,  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-2  პუნქტის,  თსუ  პროფესიული  განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელის  2026  წლის  12 ოქტომბრის N 23002/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   დადგინდეს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები (დანართი N1).
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების შესარჩევი კომისია (დანართი N2).
3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების შესარჩევი კომისია (დანართი N3).
4. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების სააპელაციო კომისია (დანართი N4). 
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 270/01-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 - 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის, თსუ რექტორის გაშვებილი ვადების აღდგენის თაობაზე ბრძანებების N818/01-04 23.09.2026, N822/01-04 24.09.2026, N849/01-04 29.09.2026, N854/01-04 01.10.2026 და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ მობილობის წესით 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან აისახოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ძირითადი მიზნების მიღწევამდე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)

 

კახაბერ ჭეიშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 

სრულად

ბრძანების N: 913/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის  პირველი  და  მე-3 ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,61-ე მუხლის  პირველი  ნაწილის,  მე-2  ნაწილის  ,,ბ“  ქვეპუნქტის,  მე-3,  მე-6  და  მე-7  ნაწილების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს   თავმჯდომარის   2015   წლის   22   მაისის   N7   ბრძანებით   დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-4 მუხლისა და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის  შოთა გაბადაძის 2026  წლის 06 ოქტომბრის  N22463/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად  შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - რექტორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის უფროსი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კახაბერ ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე - კომისიის წევრი;
დ) ერეკლე ასტახიშვილი -რექტორის მოადგილე- კომისიის წევრი: 
ე) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;
ვ) ზაზა სხირტლაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და  თეორიის  სასწავლო  სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
ზ) ზურაბ გაიპარაშვილი - თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
თ)ნინო  უგრეხელიძე  -  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსი  - კომისიის წევრი;
ი) იოსებ სოფრომაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
კ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ლ) მორის შალიკაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
მ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ნ) მერაბ ხოხობაია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ო) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
პ) მაია ბიწკინაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ჟ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი.

2. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
ბ) შოთა გაბადაძე - შესყიდვების განყოფილების უფროსი;
გ) ანეტა მერკვილიშვილი - შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ახალი  სასწავლო-ადმინისტრაციული  კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 05 მაისის N102/02-01 ბრძანება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
7.ბრძანების   დაინტერესებული პირებისათის გადაცემა დაევალოს   უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 
9, წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 304/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერუჩაშვილის ხსოვნის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა -კარტოგის - დაგეგმარება - მართვა" ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეოგრაფიული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ინჟინერის ნელი ჯამასპაშვილის 2026 წლის 24 სექტემბრის N 17650/10-02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. 2027 წლის 29 - 30 სექტემბერს, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერუჩაშვილის ხსოვნის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების 
ლანდშაფტური განზომილება: კვლევა -კარტოგის - დაგეგმარება - მართვა" ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია - რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
გ) პეტრე ბაბილუა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) დალი ნიკოლაიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) ნოდარ ელიზბარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) ლია მაჭავარიანი –ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის დიანაგების გეოგრაფიის კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ზურაბ სეფერთელაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) თენგიზ გორდეზიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ნელი ჯამასპაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეოგრაფიული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ინჟინერი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) გიორგი დვალაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; 
ლ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) ნინო უგრეხელიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) ნატო ჩუბინიძე - უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
პ) არჩილ კუკულავა - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ჟ) იოსებ სოფრომაძე - უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
რ) კახაბერ რუსიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.

2. დაევალოს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და განახორციელოს ამ მიზნით შემოსული თანხით ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფა.

3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

4. დაევალოს უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.

5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას საკონფერენციო მასალების/შრომათა კრებულის (Proceedings) დაბეჭდვის უზრუნველყოფა.

6. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება. 
7. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმის ადმინისტრაციას საგამოფენო დარბაზში მეცნიერის მოღვაწეობის ამსახველი გამოფენის მოწყობა.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

9. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 267/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „წონის მართვა: კლება და შენარჩუნება“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2026 წლის 28 სექტემბრის N21582/10, თსუ სამედიცინო ფაკულტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის N21019/32 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის 30 სექტემბრის N21873/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსი „წონის მართვა: კლება და შენარჩუნება“;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 268/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 ივლისის N181/01-01  ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო   სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N 20528/30, 17.09.2026 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 ივლისის N181/01-
01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების სიაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
"

N   სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
2 საზოგადოებრივი გეოგრაფია 4

                                                                                                                                               "

2.   ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
3.    დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    გადასცეს    შესაბამის    სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში    ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).


რექტორი ჯაბა სამუშია

 

 

 

სრულად

ბრძანების N: 263/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  უფროსის მოვალეობის შემსრულებლის   ზურაბ კილასონიას  2026 წლის 30 სექტემბრის  N 21925/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს   კონკურსი   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შესარჩევად.
2. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის ანაზღაურება   განისაზღვრება თვეში   1330 (ათასსამასოცდაათი) ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით), შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
3.     აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)  ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) სამეურნეო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
გ)  ადმინისტრაციულ,  საორგანიზაციო,  ლოჯისტიკის,  სამეურნეო,  ოპერაციების  ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს  (Word, Excel) ;
4.    აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) პოზიციის სპეციფიკიდან  გამომდინარე თსუ-ში მომედ რეგულაციებს;
ბ)„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;

5.   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები : 
-   მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
-  დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
-  დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
-  გუნდური მუშაობის უნარი;
-  წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
-  სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
6. ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :
- უნივერსიტეტის პირველი კორპუსში და მის პერიმეტრზე სანიტარულ -   ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის კორპუსიდან გადაადგილებულ ინვენტარზე მიღბა-ჩაბარების აქტების წარმოება
- კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე  და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება;
- გახარჯული მასალების დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება;
- კორპუსში განთავსებულ  ფაკულტეტებთან  თანამშრომლობა  სასწავლო  პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუდიტორიების შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფისა და მათი გამართულად ფუნქციონირების კონტროლის მიმართულებით;
- კორპუსში არსებული აუდიტორიების, საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნისა და გამოყენების პროცესის ორგანიზება;
- ღონისძიებების    მიმდინარეობისას    საჭირო    საორგანიზაციო    საკითხების კოორდინაცია და მიმდინარე პროცესების კონტროლი;
- ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობა;
-    ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
-    ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
7.  კონკურსში  მონაწილეობის მსურველ  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში);
8.   კონკურსში  მონაწილეობის მსურველ  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში);
9. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი 1) და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N2);
10.ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 7 ოქტომბრიდან 2026 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ   მისამართზე:   vacancy@tsu.ge  სათაურის   ველში   უნდა   მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“ ;
11.        ბრძანება     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრსტორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12.  საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 10 ნოემბრისა;
13.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14.    წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
15.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 302/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების  (დამტკიცებულია  თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი  N05; 27.12.2017 წ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2026   წლის 5 ოქტომბრის N22186/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026  წლის 2 ოქტომბრის სხდომის N3 ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ჭეიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  შუა  საუკუნეების  საქართველოს  ისტორიისა  და  წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ინსტიტუტის დირექტორი; 
ბ)  ავთანდილ  სონღულაშვილი -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
გ) როლანდ თოფჩიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

2.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ჭეიშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ავთანდილ სონღულაშვილი და საკონკურსო კომისიის  მდივნად  როლანდ თოფჩიშვილი.
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 23 ოქტომბრისა.
5. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტი).
6.   წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 261/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო წინამდებარე ბრძანების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგ სტუდენტებს:

ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2); 
გ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის    საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 880/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე, „სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2026 წლის 25 აგვისტოს MES 8 26 0001092490 და 23 სექტემბრის MES 2 26 0001300050 ბრძანებების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 


1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 872/01-04